Accessibility links

site logo site logo

პუტინი: კომპრომისების უნარის გამო მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები დადებითად ვითარდება


რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი სოჭში. 29 სექტემბერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში უმასპინძლა თავის თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოანს.

29 სექტემბრის მოლაპარაკებებამდე პუტინი ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი წრის წარმომადგენლებს COVID-19 დაუდგინდათ.

დღევანდელი შეხვედრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც პუტინი და ერდოანი 18 თვის წინ მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეტი პრობლემა დაგროვდა.

მოელოდნენ, რომ სირიასა და ლიბიაში კონფლიქტების გარდა ორი ლიდერი ისაუბრებდა სამხრეთ კავკასიაზე, უკრაინაზე, რუსეთის გაზის ექსპორტის გაფართოებასა და, მიუხედავად აშშ-ის წინააღმდეგობისა, თურქეთის მიერ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მეორე პარტიის შესყიდვაზე.

სოჭში მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები დადებითად ვითარდება მათი უნარის წყალობით, გამონახონ „კომპრომისები“.

„ზოგჯერ მოლაპარაკებები რთულია, მაგრამ საბოლოოდ დადებითი შედეგი აქვთ,“ თქვა პუტინმა. ერდოანმა თქვა, რომ, მისი აზრით, „დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაგრძელებას და ყოველდღე მათ გაძლიერებას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG