Accessibility links

site logo site logo

„მოგხედავთ”, „ვიმახსოვრებთ სახელებს”, - როგორ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტები გამოაქვეყნა. იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნების გაშუქებას ცდილობდნენ ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, რიგ შემთხვევებში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, კერძოდ:

  • თბილისში, ჩუღურეთის რაიონში „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სავარაუდოდ „ქართული ოცნების” აქტივისტი დაესხა თავს და კამერა დაუმტვრია.
  • ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს TV 25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს.
  • TV პირველის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაუწყებლის აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაკეტეს.
  • ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე უცხო პირიფორმულასჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, შემთხვევა ბათუმის 64-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის" ჟურნალისტს გონიოში; „ფორმულას” ჟურნალისტს ქარელში; ონლაინგამოცემა „პუბლიკას" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს გლდანის 47-ე უბანზე; მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ჩუღურეთში; „ტვ პირველის" ჟურნალისტს გიორგი ხუხიას; ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს და მედიაგამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტს. მედიასაშუალების ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი პირები ჟურნალისტს მუქარით პასუხობდნენ: „მოგხედავთ”, „ვიმახსოვრებთ სახელებს” - ამბობდნენ ისინი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG