Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს მიანიჭეს


მარია რესა და დმიტრი მურატოვი
მარია რესა და დმიტრი მურატოვი

2021 წლის მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭათ რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, რომელიც გასცემს ჯილდოებს, „ქალბატონი რესა და ბატონი მურატოვი მიიღებენ ნობელის პრემიას აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის მამაცი ბრძოლისთვის ფილიპინებსა და რუსეთში“.

„ამავე დროს, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ ამ იდეალს მსოფლიოში, რომელშიც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სულ უფრო არასასურველ ვითარებას აწყდება“.

მშვიდობის ნობელის პრემია ენიჭება ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც „მეტს ან უკეთ გააკეთებენ ხალხთა შორის ძმობისთვის“.

შარშან მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა გაეროს სასურსათო პროგრამა, რომელიც შიმშილს ებრძვის მსოფლიოში.

პრემიას ახლავს ოქროს მედალი და 1,4 მილიონი დოლარი.

საპრიზო ფონდის ფული ეკუთვნის შვედ გამომგონებელს, ალფრედ ნობელს, რომელიც 1895 წელს გარდაიცვალა.

წელს უკვე გამოცხადდა ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ასევე ლიტერატურაში. ლიტერატურის დარგში ნობელიატი 2021 წელს გახდა ბრიტანეთში მცხოვრები ზანზიბარელი რომანისტი, აბდულრააზაქ გურნაჰი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG