Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები იმარჯვებენ


პრაღა
პრაღა

ჩეხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინოს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს. 8-9 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში ჯგუფმა „ერთად“ და ლიბერალურმა ბლოკმა „მეკობრეები/მერები“ შესაძლოა ერთად 108 ხმა მოაგროვონ ჩეხეთის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში. ეს ორ ბლოკს კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალებას მისცემს და ბაბიშს საშუალება აღარ ექნება, მეორე ვადით გახდეს პრემიერ-მინისტრი.

როგორც ჩეხეთის ტელევიზია იტყობინება, დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: „ერთად“ – 27,49%, ANO (ბაბიშის პარტია) – 27,39%, „მეკობრეები/მერები“ – 15,39%.

ბაბიშის პარტნიორები მოქმედ მმართველ კოალიციაში - სოციალ-დემოკრატები და კომუნისტური პარტია - ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

არჩევნები განიხილებოდა ტესტად პრემიერ-მინისტრ ბაბიშისთვის მაშინ, როცა პასუხგაუცემელია კითხვები მისი ბიზნესისა და ოფშორული ჰოლდინგების თაობაზე, ასევე მწვავედ აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მისეულ პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG