Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“


კახა კალაძე
კახა კალაძე

მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა მისი პოტენციური ამომრჩევლის შესახებ. მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას ფაქტორს. როგორც თბილისის მერი ამბობს, დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ანალიზის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას ხმები (რომ არა მისი კანდიდატურა), ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“. არასდროს მისცემს ხმას წარსულს, ბოროტებას. კარგად ხედავენ რეალურად თუ რისი არჩევა გვიწევს. რას და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, - თქვა კახა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება (30 ოქტომბერს) მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით. გიორგი გახარიამ მერის არჩევნებში აიღო 8.86%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG