Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ექიმის რეკომენდაციაა კონსილიუმი სამშაბათზე უფრო ადრე შედგეს


მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო. ყიფშიძის თქმით მიხეილ სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.

„ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტადაა“ - თქვა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა და დაამატა, რომ ამ ინფორმაციას ციხის ექიმსაც მიაწვდიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG