Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფოკლე – ტრაგედიის მწვერვალი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს პერიკლესის მეგობარსა და თანამოაზრეზე, საზღვაო კავშირის ხაზინადარზე, სტრატეგოსზე, პრობულოსზე და, რაც მთავარია, ანტიკურობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურაზე, გენიალურ ტრაგიკოსზე, სოფოკლეზე. ამ უნიჭიერეს შემოქმედს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ტრაგიკოსთა ასპარეზობებზე ოცი გამარჯვება მოუპოვებია და, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, არასოდეს გასულა მესამე ადგილზე ანუ ერთხელაც არ დამარცხებულა. რა შემატა სოფოკლემ ძველ ბერძნულ ტრაგედიას; რა იყო მის მიერ თეატრში დეკორაციების შემოტანის მნიშვნელობა; რატომ დაამატა სოფოკლემ ტრაგედიას მესამე მსახიობი; რატომ გაზარდა გუნდი თორმეტიდან თხუთმეტამდე და, ამავე დროს, რატომ შეზღუდა გუნდის ფუნქცია; რატომ ხატავდა იგი ადამიანებს ისეთებს, როგორიც ისინი უნდა იყვნენ; რატომ ამთხვევდა ტრაგედიაში ამოცნობისა და გარდატეხის (ანაგნორისმოსისა და პერიპეტიის) მომენტებს; როგორ აღწევს იგი ძრწოლისა და თანაგრძნობის მეშვეობით განწმენდას (კათარსისს); რატომ გადარჩა მისი ასზე მეტი ტრაგედიიდან მხოლოდ შვიდი, – ამ და კიდევ ბევრ ამგვარ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG