Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად პროკურორი ციხეში შევიდა


პროკურორი ლევან ვეფხვაძე რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა. ის ბრალს წარუდგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

„პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა ბრალდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის ფაქტზე ჩატარებულია ასეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, არსებობს არაერთი ვიდეო- და აუდიომტკიცებულება", - განაცხადა პროკურორმა ციხეში შესვლამდე.

პროკურორის თქმით, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია ასევე ელგუჯა ცომაია და მასთან ერთდ სხვა პირებიც, რომლებიც სააკაშვილს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, იცოდნენ, რომ იგი იძებნებოდა და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.

სააკაშვილი ამჟამად ორ საქმეზეა მსჯავრდებული და მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG