Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ქვეყანამ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ჩინეთს, დაუშვას დამკვირვებლები სინძიანში


43-მა ქვეყანამ მოუწოდა ჩინეთს, დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი დამკვირვებლები სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში, სადაც უიღურები და სხვა მუსლიმი უმცირესობები ტყვეთა ბანაკებში იმყოფებიან.

43 ქვეყნის მიერ 21 ოქტომბერს ხელმოწერილი დეკლარაცია ჩინეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს დამოუკიდებელი დამკვირვებლების, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჩათვლით, "დაუყოვნებლივი, არსებითი და შეუზღუდავი" წვდომა სინძიანში.

ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ვითარებით სინძიანში და ეყრდნობიან სარწმუნო ცნობებს, რომლებიც "მიუთითებს "პოლიტიკური თავიდან აღზრდის" ბანაკთა დიდი ქსელის არსებობის შესახებ, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი თვითნებურადაა დატუსაღებული".

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს აშშ-მა, ევროპის ქვეყნებმა, აზიის სახელმწიფოებმა და სხვებმა.

ჩინეთის ელჩმა გაეროში, ჩან ციუნმა, ბრალდებები უარყო და დაგმო, როგორც მან უწოდა, "სიცრუე" და "შეთქმულება ჩინეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით".

ჩინეთი ადრე ამტკიცებდა, რომ ბანაკები "პროფესიული განათლების ცენტრებს" წარმოადგენენ, რომელთა მიზანია დაეხმარონ ხალხს ტერორიზმის თავიდან არიდებაში.

XS
SM
MD
LG