Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს


რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე პატიმართან შეხვედრისა და სამედიცინო კონსილიუმის გამართვის შემდეგ ამბობს, რომ მისი გადაყვანა, დამძიმების შემთხვევაში მაღალ პროფილურ კლინიკაში განიხილება.

"ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგოამრეობა დაკმაყოფილებულია, გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეიძლება დამძიმედე ყოოველ წუთს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში... ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით [კონსილიუმის წევრები], რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს... გლდანის [ციხის] ჰოსპიტალში გადაყვანა იქნება მკვლელობის ტოლფასი", - თქვა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე შიმშილობს. მისი მდგომარეობა კი მძიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG