Accessibility links

site logo site logo

23 ოქტომბერს კვლავ 5 000-ზე ნაკლები აცრა ჩატარდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 23 ოქტომბერს აიცრა 4 209 ადამიანი.

24 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 948 787 აცრა, 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36,0%, სრულად ვაქცინირებულია მოსახლოების მხოლოდ 32,4%. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანამდე შეიმუშავა, წლის ბოლომდე აცრილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 60%. ზაფხულში გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობდნენ იმაზე, რომ დღეში აუცილებელი იყო მინიმუმ 20-30 ათასი ვაქცინის გაკეთება. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნაკლები ზიანის მომტანი იყოს კორონავისურის ახალი ტალღები საზოგადოებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის.

ოქტომბრის თვის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული და დღიურად გაკეთებული ვაქცინის მაჩვენებელი 2 ათასიდან 12 ათასამდე მერყეობს. ყველაზე მეტი აცრა ამ დროის მონაცემებით, 1 ოქტომბერს გაკეთდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთული და საგანგაშოა. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში. დადებითობის მაჩვენებელი, გაზრდილია, ბოლო ორი კვირის არის 9-10 პროცენტი, დღევანდელი კი გასცდა 10 პროცენტს. რაც მთავარია, გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რაც, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ცუდია, რადგან ეპიდსიტუაცია ალბათ კიდევ უფრო დაიძაბება. მით უმეტეს, რომ აცრის მაჩვენებელი ვერაფრით ზევით ვერ მიდის.

მიუხედავად ბევრი ახსნა-განმარტებისა, თხოვნისა, მოწოდებისა, სოფლებში სიარულისა, მარათონის წარმოებისა, მაინც ყოველდღიურად 4-5 ათასის ფარგლებშია, ოქტომბრის საშუალო კი ჩამოვიდა 6 000-ზე, როცა ჩვენ სექტემბრის საშუალო გვქონდა 19 000. ამ რიცხვებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ“,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG