Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს


რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც დაშავდა 3 ადამიანი. შემთხვევისას შტაბში მყოფი პირები ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ის პირები, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ექსცესებისთვის იყენებს.

ამ დროისთვის დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი, ალექსანდრე ბერიძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაშავებულია რუსთავის საკრებულოში გასული პარტიის ორი წევრი, რომლებსაც თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებები მათ ბერიძის თქმით სახის არეში აქვთ.

“თავდასხმაში ის პირები მონაწილეობდნენ, ვინც 14 ოქტომბერს თავს დაეხსნენ თბილისში მიმავალ ავტოკოლონას. მაშინ არავინ დასჯილა, გათამამდნენ და ახლა შტაბშიც მოგვადგნენ” - ამბობს ალექსანდრე ბერიძე.

თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეო და აუდიო კადრებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ამოიცნეს რუსთავის აიპებ-ის თანამშრომები და საკრებულოს ერთ-ერთი წევრი “ქართული ოცნებიდან” ამირან ჯანჯღავა. რადიო თავისუფლებას ამირან ჯანღჯავამ უთხრა, რომ ენმ-ს ოფისთან ვითარების განსამუხტად მივიდა და დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის.

რუსთავში არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ენმ-ს კანდიდატი დავით კირკიტაძე და “ქართული ოცნების” კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე უპისპირდებიან ერთმანეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG