Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო


თბილისის მერობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებას გლდანის პენიტენციური საავადმყოფოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით ხუმრობით პასუხობს. მან, თავისი თანაგუნდელების მსგავსად, თქვა, რომ თუ საჭირო გახდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა, მას გლდანის ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ.

"სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი... თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს", - თქვა კახა კალაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG