Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის მთავრობები რუსეთის ხელისუფლებას პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის აკრიტიკებენ


მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის კოალიციაში შემავალი 18 ქვეყნის მთავრობებმა, მათ შორის აშშ-მა და უკრაინამ, ხელი მოაწერეს რუსეთში პრესის თავისუფლების მხარდამჭერ განცხადებას. განცხადების ტექსტი გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოთხოვნა, მარკირებულ იქნეს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ პუბლიკაციები, მოწმობს, როგორ ცდილობენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა სულ უფრო ნაკლებად იყოს ხელმისავდდომი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთში ათობით ჟურნალისტი და მედიასაშუალება შეიყვანეს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში. განცხადების ავტორები სხვათა შორის აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკული მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 600-ზე მეტ დარღვევაში დაადანაშაულა და საერთო ჯამში 4,4 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე ქვეყნიდან გააძევა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG