Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს "ბრძოლას ბოლომდე" 


ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უნდობლობას უცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

"ნურავინ ნურავის ნუ მოვატყუებთ, არჩევნები არის გაუქმებული" - თქვა ოპოზიციის ნაწილის ერთიანმა კანდიდატმა თბილისის მერის პოსტზე, დილის სამი საათისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მელია აცხადებს, რომ "ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", კონკრეტული გეგმის წარდგენას, გუნდთან ერთად, საზოგადოებას 31 ოქტომბერს აპირებს.

"ძალიან ბევრია საბრძოლველი მომდევნო დღეებში, მაგრამ მინდა გითხრათ ახალა ძალიან მთავარი გითხრათ - ამ ქვეყანაში, ნურავინ ნურავის ნუ მოვატყუებთ, არჩევნები არის გაუქმებული. დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში ჩატარდება, ვერანაირად მე მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ იმიტომ, რომ არ მჯერა. მოპოვებული გამარჯვებები ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა, ვითომ არ იყო მოპოვებული გამარჯვება, ისე წაიღო, მოიპარა...

მე 14 ოქტომბერს, როდესაც ძალიან დიდი აქცია გაიმართა თავისუფლებაზე, რომ ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული თუ როგორ მოიქცეოდა 30 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და პასუხი იქნება ადეკვატური. არჩევნები არის გაუქმებული, არასოდეს მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია... ხვალ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით და ბრძოლა იქნება უკომპრომისო - პარტიული ინტერესები აღარ არსებობს", - თქვა მელიამ.

ცესკოს მონაცემებით, იმ დროისათვის, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, თბილისში 769 უბნიდან დათვლილი იყო 740 უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვით ხმების 55,5 პროცენტით ლიდერობს ქალაქის მერი, კახა კალაძე.

ცესკო ეტაპობრივად აქვეყნებს 30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს. ამ მონაცემების მიხედვით, ყველგან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იგებს, გარდა წალენჯიხისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG