Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: კალაძე - 55.60%, მელია - 44.39% - დათვლილია 769-დან 768 უბანი


ცენტრალური საარჩევნო კომისიის დილის 8 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

დედაქალაქში არსებული 769 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, 768 უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს 55.60% (258 438 ხმა) აქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას - 44.39% (206323 ხმა).

30 ოქტომბერს მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

ნახეთ მეორე ტურების ცესკოს წინასწარი შედეგები აქ

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG