Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 7 საარჩევნო უბნის გადათვლის შემდეგ 4-ში შედეგი უცვლელი დარჩა


ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლოტოტრონით გამოვლენილი 7 უბანი გადათვალა, აქედან 4-ში შედეგი უცვლელი დარჩა. სამი საარჩევნო უბნის ოქმების მონაცემებში ცვლილება განხორციელდა.

  • 38-ე უბანზე ბათილ ბიულეტენებს მოაკლდა 7, რომლებიც ასე გადანაწილდა: 4 ხმა დაემატა ხატია დეკანოიძეს, 3 - იოსებ ხახალეიშვილს.
  • 104-ე საარჩევნო უბანზე კი გადამთვლელი კომისიის გადაწყვეტილებით, გაბათილდა ხატია დეკანოიძის 3 ბიულეტენი, მათგან 1 იოსებ ხახალეიშვილს დაემატა.
  • სამით გაიზარდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 68-ე უბანზეც, სადაც 1 ხმა ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ორი კი "ქართული ოცნების" კანდიდატს დააკლდა.

ქუთაისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 2 386 იყო, პირველ ტურში 3 074; არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა უფრო ცოტაა, ვიდრე გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა [ 1 526 ხმა].

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანი იყო. კენჭისყრის დღეს 16 საჩივარი შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რასაც დღეს ერთი დაემატა. ამ საჩივრით "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ 20 უბნის გადათვლას, ასევე 1 კოვიდუბნის და ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული სპეცუბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.

საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG