Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აუცილებელია დიალოგი“ - „ლელოს“ ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ


ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე - "ლელოს" ლიდერები
ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე - "ლელოს" ლიდერები

„გვქონდა საუბარი ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ აუცილებელია დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები არ აზუსტებენ, ვისი ინიციატივა იყო შეხვედრა ან, უფრო ზუსტად, რა განიხილეს კუჭავასთან.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დაამატა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურად შეხვდა მათ და „ლელო“ დაელოდება მოვლენების განვითარებას.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

6 ნოემბერს ნიკა მელიამ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, რომლის არშესრულების შემდეგ, 8 ნოემბრის საღამოს, პარლამენტთან აქცია დააანონსა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG