Accessibility links

site logo site logo

შსს: ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დავაკავეთ


შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დღეს, 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ. უწყების ცნობით, დაკავებულია 46 პირი, ყველა მათგანს ბრალად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედება. მოქალაქეები დააკავეს როგორც სუს-ის შენობასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით დაკავება მოხდა იქ, "სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას."

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს აკავებდნენ განმარტებების გარეშე, მათ შორის ტროტუარებზე, სადაც აქციის მონაწილეები არც მოძრაობას აჩერებდნენ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს ხერგავდნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განმარტებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და მათი შეურაცხყოფის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG