Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძის თქმით, კოვიდით გარდაცვალების მაღალი სტატისტიკის მიზეზი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აუცრელობაა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდით გარდაცვალების მაღალი სტატისტიკის მიზეზი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აუცრელობაა.

ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ კოვიდ-გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში აცრის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გარდაცვლილი ადამიანების 95% 60 წელს ზემოთ ასაკისანი არიან:

„21 იანვარს დავამტკიცეთ აცრის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ასაკობრივი ჯგუფისა და მეტი რისკის მქონე პირების აცრას. როდესაც წლის ბოლოს ეს გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ სხვა ქვეყანაში ნაკლებია ლეტალობა და საქართველოში მეტია ლეტალობა. რატომ არის ყოველივე ეს ასე, მოსახლეობას აინტერესებს. პანდემიის დაწყებიდან ვიცით, რომ 60 წლის ზემოთ მოსახლეობა გაცილებით მეტად ზიანდება კოვიდინფექციის შედეგად და ხდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია, რაც იწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას. უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%. იმ ქვეყნებში, სადაც 60 წლის ზევით მოსახლეობის 90% აცრილია, ლეტალობა დაბალია. ქვეყნები, სადაც ამ სეგმენტში აცრილთა რაოდენობა 75%-ის ქვევით არის, იქ მათი მაჩვენებელი ისეთივე ცუდია, როგორც საქართველოში“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 28 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 60 წელს ზემოთ 288 517 ადამიანი, ანუ საქართველოში ვაქცინირებულთა 30%-მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიშის თანახმად, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 85,02% 60 წელს ზემოთ ადამიანები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG