Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს


ანდრეი პორტნოვი
ანდრეი პორტნოვი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეს ანდრეი პორტნოვსა და მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს სანქციები დაუწესა.

პორტნოვი სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდა შეყვანილი „მაგნიტსკის კანონის“ ფარგლებში, რომლის თანახმად მას ეკრძალება აშშ-ში შესვლა, ყადაღა დაედება აშშ-ში არსებულ მის ქონებას და საბანკო ანგარიშებს.


„მაგნიტსკის სიაში“ სახელმწიფო მდივნის ხელმოწერით შეჰყავთ სხვადასხვა ქვეყნების ის მაღალჩინოსნები, რომელიც მასშტაბური კორუფციასთან არიან დაკავშირებული.

ანდრეი პორტნოვის მიმართ სანქციების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილმა თანაშემწემ მექრთამეობით უკრაინის სამართალდამცველ და სასამართლო აპარატების წარმომადგენლებთან ფართო კავშირები გააბა.

ანდრეი პორტნოვი 2014 წლის თებერვლამდე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაკავებული იყო სასამართლოების საკითხებით. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება ასევე პორტნოვის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდზე.

ანდრეი პორტნოვმა უკრაინა 2014 წლის 22 თებერვალს ქვეყნიდან პრეზიდენტ ვიქტორი იანუკოვიჩის გაქცევისთანავე დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ეროვნული უშიშროების სამსახურისგან პოლიტიკოსის დაკავება მოითხოვა. 2014 წლის მარტში ევროკავშირმა და კანადამ პორტნოვი იმ უკრაინელ მოქალაქეთა სიაში შეიყვანა, რომელთა მიმართაც ფინანსური სანქციები მოქმედებს.

XS
SM
MD
LG