Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაცო ძალებმა სოფელ ნიქოზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ინფორმაციის მიღებისთანავე, სუს-მა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები." - წერია უწყების განცხადებაში.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ.

ასევე წელიწადზე მეტია უკანონო პატიმრობაშია ირაკლი ბებუა. გასული წლის დეკემბერში 28 წლის ირაკლი ბებუას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

"ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG