Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზარტული თამაშების კომპანიები: ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში სპორტს არ დავაფინანსებთ


აზარტული თამაშების კომპანიები უარს იტყვიან ქართული სპორტის სპონსორობაზე, თუ დამტკიცდება სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციები.

„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს“, - აცხადებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია.

ასოციაციის მტკიცებით, აზარტული თამაშების კომპანიებმა ბოლო წლებში ქართულ სპორტში ჩადეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ახალი მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესისათვის გადასახადები 70%-მდე გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა (სპონსორობის გარდა), მილიონამდე ადამიანს შეეზღუდება თამაშებზე წვდომა, ქვედა ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება 25 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG