Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ წარმოგიდგენთ საუბარს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ელვარე პერსონაჟზე, დავით კლდიაშვილის მიკრორომანის, „სამანიშვილის დედინაცვლის“ ერთ-ერთ გამორჩეულ გმირსა თუ ანტიგმირზე, კირილე მიმინაშვილზე. მსოფლიო ლიტერატურა მრავალ შესანიშნავ წყვილ მოგზაურს იცნობს არისტოფანეს „ბაყაყების“ დიონისე-ქსანთიას წყვილით დაწყებულს, დონ-კიხოტე-სანჩა-პანსათი გაგრძელებულსა და ფაუსტ-მეფისტოფელით დასრულებულს. სწორედ მეფისტოფელად მოევლინა ორნაქმრევი და უშვილო დედაბრის მაძიებელ საბრალო პლატონ სამანიშვილს მისი სიძე, კირილე მიმინაშვილი. ქეიფისა და ახირების, სმისა და კონფლიქტის ჭეშმარიტი მტაცებელი ფრინველი, სიმშვიდისა და ჩაის სმის დაუძინებელი მტერი, ქორწილისა და ქელეხის გამორჩეული რაინდი, მიმინოს შვილი კირილე ყველა სიტუაციაში უხერხულ მდგომარეობაში აგდებს პლატონს. ამავე დროს, იგი ცოლისძმის სიტუაციას საიდუმლო საბურველს აცლის და მის უნებურ კრიტიკოსადაც გვევლინება. დასამალი არ არის, რომ მითოლოგიაში სიძე-ცოლისძმის ურთიერთობა მტრობის კლასიკურ სქემად წარმოგვიდგება (ოიდიპოსისა და კრეონის გახსენებაც გვეყოფა)...

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG