Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - სუსი


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დაკავებულები არიან: გიორგი დემურიშვილი (დაბ.1991), გიორგი მარკოზაშვილი (დაბ.1967), რამინ მჭედლიშვილი (დაბ.1996) და ავთანდილ თომაშვილი (დაბ.1980).

უწყება აღნიშნავს, რომ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - აცხადებენ სუს-ში.

XS
SM
MD
LG