Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მტკვარზე", "ხიდის" და "ბასიანის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლუბებს ლუქავენ


კლუბების "მტკვარზე", "ხიდისა" და "ბასიანის" წარმომადგენლები "ფეისბუკზე" წერენ, რომ ლუქავენ კლუბების ტერიტორიას.

"დაიწყეს კლუბების დალუქვა", - წერს "ხიდის" მენეჯერი, სოფო ებრალიძე ფეისბუკზე.

დამატებით მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შრომის ინსპექციამ კლუბის მეპატრონეს თავად აცნობა, რომ აპირებდნენ სივრცის დალუქვას.

მსგავსი შინაარსის სტატუსი აქვს "ბასიანის" დამფუძნებელსაც.

"ამ წუთებში ლუქავენ ბასიანისა და თუ არ ვცდები, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს", - წერს ნაჯა ორაშვილი.

კლუბ "მტკვარზე"-ს მფლობელი, ქეთა გაბუნია ამბობს, რომ დასალუქად შრომის ინსპექცია მათთანაც მივიდა.

"დალუქვას გვიპირებენ. კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით... საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან", - წერს ის "ფეისბუკზე".

ინფორმაციის გადამოწმებას რადიო თავისუფლება შრომის ინსპექციასთან ცდილობს, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

XS
SM
MD
LG