Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინეს


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ის დღემდე იკავებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. გარდა ამისა, პაპუაშვილი არის „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

შალვა პაპუაშვილის წარდგენამდე პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დატოვა კახა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი პაპუაშვილს გიორგი ამილახვარი შეცვლის.

კობახიძემ საზოგადოებას ასევე აცნობა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი.

XS
SM
MD
LG