Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ იაფი მედიკამენტების შემოტანას და „შმაფთიაქის“ გახსნას გეგმავს


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასის შესახებ, ეხმაურებიან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და წევრმა, ნიკა მოსიაშვილმა თქვეს, გეგმავენ აფთიაქის გახსნას და შეეცდებიან პრემიერს გასცენ პასუხი, რატომ არის საქართველოში წამლები ძვირი.

ჯაფარიძის შეფასებით, თურქეთთან შედარებით საქართველოში მედიკამენტებზე მაღალი ფასების მიზეზი არის სახელმწიფო ბიუროკრატია.

„შევეცდებით ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს დადგენილი იმისთვის, რომ თურქეთიდან საქართველოში წამლები შემოიტანო და გაყიდო. გაჩვენებთ, სად არის პრობლემა. ძალიან მარტივი საჩვენებელია, რატომ არის შეუძლებელი, თურქეთიდან გადმოიტანო წამლები და გაყიდო აქ“, - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

პარტიiს „ფეისბუკის“ გვერდზე ვკითხულობთ, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ „შმაფთიაქის" გახსნას აანონსებს.

27 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები, ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG