Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილება 


82 ხმით საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". ამ ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი უწყება, რომლებშიც გამიჯნული იქნება საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG