Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის "უცხოეთის აგენტების" სიას Pussy Riot-ის ორი წევრი და რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი დაემატნენ


რუსეთის "უცხოეთის აგენტების" სადავო სიას, საპროტესტო ჯგუფის Pussy Riot-ის ორი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და ვერონიკა ნიკულშინა, დაემატა.

სიას მთავრობა იყენებს, მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების და ასევე მათთან დაკავშირებული პირების აღსანუსხად, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.

იუსტიციის სამინისტროს 30 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლებასთან დაკავშირებული ორი ჟურნალისტი, ელენა ვლადიკინა და ივან ბელიაევი, ასევე შეიყვანეს "უცხოეთის აგენტების" განახლებულ სიაში, რომელსაც, მთლიანობაში, რვა ადამიანი დაემატა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "უფლებამოსილი სამთავრობო ორგანოებისგან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე". მიღებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც სამინისტრო აცხადებს, "ეს პირები სისტემატურად ავრცელებდნენ მასალებს ადამიანების განუსაზღვრელ წრეებში და ამასთან, დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ".

ვლადიკინა ჟურნალისტია Sever.Realii -ში, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ნაწილს წარმოადგენს. ბელიაევი სოციალური მედიის რედაქტორია რადიო თავისუფლების ამავე სამსახურში. ამ სიას დაამატეს ასევე იაროსლაველი რეჟისორი ანდრეი ალექსეევი, მარატ გელმანი, პირველი არხის დირექტორის ყოფილი მოადგილე და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრი, ტაისია ბეკბულატოვა, ჟურნალ "ხოლოდის" მთავარი რედაქტორი და ვიქტორ შენდეროვიჩი, The New Times-ის მიმომხილველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG