Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს: "შევიდე თუ არა პარლამენტში?"


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" გამოკითხვას ატარებს. ის ფეისბუკმომხმარებლისგან ითხოვს კომენტარებში დაწერონ პასუხები "კი" ან "არა".

"მას შემდეგ,რ აც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში", - კითხულობს შალვა ნათელაშვილი.

ის, რომ "ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული ერთი მანდატის გამოყენებას აპირებდა, ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა 6 იანვარს ისაუბრა.

"მე ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ სკამებზე ჯდომით და პრივილეგიებით, არამედ გვინდოდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვეხსნა გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან, უბედურებისგან, სიკვდილისგან, ტრაგედიისგან, მილიარდერის ხროვის ბატონობისგან, მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე, მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევნის შედეგს ვიმკით. ჩემი, ერთი კაცის შესვლა შეიძლება, ოცნება იყოს?!" - ამბობდა ნათელაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, "ლეიობორისტულმა პარტიამ" პარლამენტის წევრის ერთი მანდატი მოიპოვა. პარტიული სიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით განცხადება დაწერა, თუმცა პარლამენტმა არ დაუკმაყოფილა. ნათელაშვილი დღემდე არ შესულა პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG