Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონაჟი: ვოტრენი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო „დამუშავებულ“ პერსონაჟზე, რომელსაც ვეცნობით ახალგაზრდობიდან და მივყვებით სიბერემდე, ონორე დე ბალზაკის უზარმაზარი პანოს, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის საფრანგეთის ნამდვილი ენციკლოპედიის, „ადამიანური კომედიის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „გამჭოლ პერსონაჟზე“, რომელიც რომანიდან რომანში გადადის და ნელ-ნელა იცვლება მკითხველის თვალწინ, ვოტრენზე. „მამა გორიოს“ გამოუცნობი პერსონაჟი, რომლის ნამდვილი სახელია ჟაკ კოლენი, კიდევ გამოჩნდება რომანებში „დაკარგული ილუზიები“ და „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე“, ამჟამად აბატ კარლოს ერერას სახელით. ციხეში მან მიიღო მეტსახელი „Trompe-la-Mort“ („მოატყუე სიკვდილი“), რადგან რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილით „გარდაუვალ“ დასჯას. როგორც ცნობილია, ამ სახის შექმნა ბალზაკს უკარნახა ცნობილმა ფრანგმა ისტორიულმა პერსონაჟმა, ეჟენ ფრანსუა ვიდოკმა, რომელიც მოგვიანებით, ვოტრენისა არ იყოს, პარიზის პოლიციის ხელმძღვანელი გახდა. როგორ ეხამება ერთმანეთს მამაკაცური შარმი, ცივსისხლიანი ანგარიში, მაღალი ინტელექტი, დამნაშავის მხეცური ბუნება, ათასი დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელობა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG