Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციის წამყვანი აქტივისტი მარია კალესნიკავა გომელის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს


მარია კალესნიკავა
მარია კალესნიკავა

ბელარუსის ოპოზიციის წამყვანი აქტივისტი, მარია კალესნიკავა, რომელსაც სექტემბერში 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, გომელის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას 11 იანვარს, კალესნიკავა გაგზავნეს შრომა-გასწორების კოლონია ნომერ 4-ში, სადაც ის პირველ ორ კვირას კარანტინში გაატარებს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული წესების თანახმად.

კალესნიკავასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენელს, მაქსიმ ზნაკს შესაბამისად 11 და 10 წლით პატიმრობა მიესაჯათ 6 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მოწოდებებში და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მოწოდებებში ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის მცდელობით. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

39 წლის კალესნიკავა იყო საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციონერი კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას საარჩევნო კამპანიის კოორდინატორი.

მას შემდეგ, რაც ბაბარიკა დააპატიმრეს 2020 წლის აგვისტოს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კალესნიკავა შეუერთდა ოპოზიციის სხვა კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც ბელარუსის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG