Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ უკრაინაში ელიტური სპეცრაზმი გაგზავნა


კანადელი სამხედროები იავოროვის (უკრაინა) პოლიგონზე. არქივიდან
კანადელი სამხედროები იავოროვის (უკრაინა) პოლიგონზე. არქივიდან

კანადამ უკრაინაში გაგზავნა ელიტური შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების (CSOR) მცირე ქვედანაყოფი. ამის შესახებ რამდენიმე დასავლური გამოცემა კანადის ხელისუფლების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. კანადელი სპეცრაზმელების ყოფნა უკრაინაში ეს არის ნატოს მცდელობის ნაწილი, რომელიც რუსეთის შესაძლოა აგრესია შეკავებას და უკრაინის ხელისუფლებისთვის დახმარების გზების გამოძებნას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ცნობით, კანადურმა ქვედანაყოფმა მიიღო დავალება შეიმუშაოს კანადელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების ევაკუაციის გეგმა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემთხვევაში.

არც კანადის მთავრობას და არც კანადის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია სპეცდანიშნულების რაზმის უკრაინაში გაგზავნა, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ სპეცრაზმის წევრები უკრაინისათვის კანადის უფრო ფართო დახმარების საკითხებში არიან ჩართული.

„სპეცდანიშნულების ოპერაციების ძალების სარდლობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის უფრო ფართო ნაწილს წარმოადგენს“, - განაცხადა კანადის სპეციალური ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, ემბერ ბინომ. მისი თქმით, ზემოხსენებული სპეცდანიშნულების დანაყოფი უკრაინაში 2020 წლიდან მუშაობს და მის დანიშნულებას წვრთნების გამართვასთან ერთად სამხედრო ხელმძღვანელობისა და ინსტრუქტორების შემოწმება წარმოადგენს.


ამასთან საკუთარმა წყარომ გამოცემა Global News-ს აცნობა, რომ უკრაინაში სავარაუდოდ 9 იანვარს გაგზავნილი კანადის სპეცრაზმის ბოლო დანაყოფის მიზანს წვრთნის ჩატარება არ წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG