Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია რუსეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეზე


მარკ ფოგელის დაკავების სცენა მოსკოვის აეროპორტში, 2021 წლის აგვისტო.
მარკ ფოგელის დაკავების სცენა მოსკოვის აეროპორტში, 2021 წლის აგვისტო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ აშშ-ის მოქალაქე, რომელიც აშშ-ის სალჩოს ყოფილი თანამშრომელია მოსკოვში, პასუხისგებაშია მიცემული რუსეთში ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით, რომელსაც ეჭვმიტანილი უარყოფს.

სამინისტროს 27 იანვრის განცხადების მიხედვით, მარკ ფოგელი, რომელიც მასწავლებლად მუშაობს ანგლო-ამერიკულ სკოლაში რუსეთის დედაქალაქში, გასულ წელს დააკავეს ნიუ-იორკიდან ცოლთან ერთად მოსკოვში ჩამოსვლისთანავე. სამინისტროს ცნობით, წყვილი გააჩერეს საბაჟოსთან მას შემდეგ, რაც მის ბარგში ნარკოტიკების მაძებარმა ძაღლებმა მარიხუანა და ჰაშიშის ზეთი იპოვეს.

განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ფოგელს დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა 2021 წლის შუამდე და შესაძლოა, მას იყენებდა არაკანონიერი ნარკოტიკების შემოტანისთვის რუსეთში. რუსეთის საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის ჯგუფის წევრმა, ალექსანდრ ხურუჯიმ, ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ის და მისი კოლეგები იმყოფებოდნენ ფოგელთან საგამოძიებო იზოლატორში მოსკოვში გასულ თვეს, სადაც ფოგელმა მათ უთხრა, რომ "არ ესმის, რატომ არის დაპატიმრებული".

სამინისტროს 27 იანვრის სხვა განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს ანგლო-ამერიკული სკოლის შენობაში, მოსკოვში, და ფოგელის კაბინეტიდან ამოიღეს დოკუმენტები საბუთები, პირადი ნივთები და ბეისბოლის ჯოხი.

ფოგელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ამერიკელ მოქალაქეთაგან, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან რუსეთში უკანასკნელი წლების განმავლობაში ისეთი ბრალდებებით, რომლებიც მათი ოჯახების, მხარდამჭერების, და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობის თქმით, შეთითხნილია.

XS
SM
MD
LG