Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობა იძულებით ეკონომიკურ ზომებს მიმართავს


რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზომებს ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად.

როგორც რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ წერს, კანონპროექტის თანახმად, წლის ბოლომდე უქმდება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ საშუალო და მცირე ბიზნესის და IT-კომპანიების შემოწმება, მარტივდება სახელმწიფო შესყიდვები და იზღუდება ქვეყნიდან მედიკამენტების გატანა. კანონპროექტი ითვალისწინებს „საკრედიტო არდადეგების“ გამოცხადებასაც. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს მისცემენ უფლებას, რომ 30 სექტემბრამდე არ გადაიხადონ სესხის პროცენტი.

მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი გასულ ღამით გამოქვეყნდა სახელმწიფო დუმის საკანონმდებლო ბაზაში.

რუსეთი ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო მისთვის დაწესებული უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების შედეგად. რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG