Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი საოპერო მომღერალი ნეტრებკო ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის ოპერაში" აღარ იმღერებს


ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი ანა ნეტრებკო აღარ იმღერებს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის ოპერაში“ მას მერე, რაც მან უარი თქვა საჯაროდ გამოეცხადებინა, რომ არ ემხრობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა „მეტროპოლიტენის ოპერამ,“ რომლის მთავარმა მენეჯერმა პიტერ გელბიმ CNN-ს უთხრა, რომ ეს არის დიდი დანაკარგი ოპერისთვის. მისი თქმით, ნეტრებკო არის „ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი „მეტროპოლიტენის ოპერის“ ისტორიაში, მაგრამ პუტინის მიერ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების ხოცვა სხვა გზას არ იძლევა.

ნეტრებკოს ამ გაზაფხულზე უნდა ემღერა პუჩინის „ტურანდოტში,“ ხოლო მომავალ სეზონში - ვერდის „დონ კარლოსში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG