Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს


რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას. ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება. ინფორმაციას სააგენტო "ტასი" უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არაწევრი მესამე ქვეყნების მეწარმეთა რეესტრში ცვლილებებს შეიტანს.

როსსელხოზნადზორის განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურიშვილთან, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

ქვეყნებს პროდუქციის მიწოდება შეეძლებათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების თანხმობის შემდეგ,

რადიო თავისუფლება ქართულ მხარესთან ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს, პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG