Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსულ ბაზარზე: ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მიიჩნევს, რომ რუსული ბაზრის გახსნა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ახალი შესაძლებლობაა. მან მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ რუსეთიდან თანხმობა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

"რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები", - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. "როსსელხოზნადზორის" განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG