Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებიდან რუსული "Мир”-ი ამოიღო


"ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებიდან ამოიღო რუსული "Мир”-ი და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ "ვიზითა" და "მასტერქარდით" არის შესაძლებელი. ცვლილებას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომელშიც "საქართველოს ავიახაზები" ირწმუნებოდა, რომ მათ ბილეთებს ესპანური კომპანია ყიდდა და არ ჰქონდათ ამ კომპანიაზე "არანაირი ზეგავლენის მოხდენის" შესაძლებლობა. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსული "Мир”-ის საშუალებით ავიაკომპანიას არცერთი ბილეთი გაუყიდია.

ასე გამოიყურება ბილეთის ყიდვის ველი 9 მარტის საღამოს 4:30-ის მდგომარეობით
ასე გამოიყურება ბილეთის ყიდვის ველი 9 მარტის საღამოს 4:30-ის მდგომარეობით

“Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება. ეროვნული ბანკისა და "საქართველოს ბანკების ასოციაციის" მტკიცებით, “Мир”-ს საქართველოს არცერთი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს.

"Мир"-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს, მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, "Мир"-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. "Мир"-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.

"Мир"-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე, "ვიზისა" და "მასტერქარდის" გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG