Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს


მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ერთი თვის წინ მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში, დღეს, 14 მარტს შეღება და დააწერა: „მოღალატეები“. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ამ დროს დაკეტილი იყო.

სამირა ბაირამოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“, იგივე „ალტ-ინფო", ეთნიკური ჯგუფების მიმართ შეუწყნარებელია, ქადაგებს ძალადობას. რაც ნიშანდობლივია, ატარებს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებს. ჩვენ რუსეთის გარეშე უფრო ძლიერები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ. სამწუხაროდ, ამ პარტიის საქმიანობაში მთავრობა და უშიშროების სამსახური საფრთხეს არ ხედავენ“.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ პარტია საქართველოს რეგიონებში ოფისებს პროტესტის ფონზე ხსნის.

„კონსერვატიული პარტიის" მოქმედი სტრატეგია საქართველოს თითქმის ყველა დიდ და საშუალო ქალაქში ოფისის გახსნაა: პირველი გეგმით, კონსერვატიულ პარტიას 85 ოფისი უნდა გაეხსნა საქართველოს რეგიონებში. ამ ოფისების მიზანი მოქალაქეებთან შეხვედრა და მათი “იდეოლოგიური მომზადებაა”. კონსერვატიული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უმცირესობების შეზღუდვა და რუსეთთან „პირდაპირი, უპირობო“ დიალოგია, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებზე უარის თქმის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG