Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრის თქმით, სამირა ბაირამოვას საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან


„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან.

„151-ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას მივყვებით ბოლომდე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სამირა ბაირამოვა, რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის უკრაინის ფერებში შეღებვის გამო, მათგან მუქარის სამიზნე სამიზნე გახდა. აქტივისტის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს მიერ განხორციელებული მოქმედების შესახებ შეკითხვა პარლამენტში ვახტანგ გომელაურს რამდენიმე დეპუტატმა დაუსვა, როგორც ოპოზიციიდან ასევე მმართველი პარტიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში ვკითხულობთ, „კონსერვატიული მოძრაობის“ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო სამირა ბაირამოვას მიმართაც და იერსახის დამახინჯების მუხლით, ოქმი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG