Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა პუტინის შესახებ ბაიდენის გამონათქვამებს „პირადი შეურაცხყოფა“ უწოდა


კრემლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამებს „პირადი შეურაცხყოფა“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები, როგორც ჩანს, ნასაზრდოებია გაღიზიანებით, დაქანცულობითა და გულმავიწყობით.

უკანასკნელ დღეებში ბაიდენმა პუტინს „ომის დამნაშავე“ და „სისხლიანი დიქტატორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა გასულ თვეში ჯარები გაგზავნა უკრაინაში, მისი თქმით, „სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად.

„გვესმის და ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც ფაქტობრივად პრეზიდენტ პუტინის პირადი შეურაცხყოფაა“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„ვითვალისწინებთ რა ბატონი ბაიდენის მხრიდან ასეთ გაღიზიანებას, მის დაქანცულობას და ზოგჯერ გულმავიწყობას... დაქანცულობას, რაც ზოგჯერ აგრესიულ განცხადებებს იწვევს, ჩვენ არ გავაკეთებთ მწვავე შეფასებებს, რათა კიდევ უფრო მეტი აგრესია არ გამოვიწვიოთ“, - თქვა პესკოვმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG