Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამირა ბაირამოვა: „ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა“


მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითელი და შავი საღებავებითა აჭრელებული: ფანჯრებსა და შესასვლელ კარზე გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამირა ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.

„20 მარტს ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა. მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს! კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაციაა! იმედი მაქვს შსს ესმის, რამდენად საშიში არიან ისინი“, - დაწერა ფეისბუკში სამირა ბაირამოვამ.

მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში, 14 მარტს შეღება და დააწერა: „მოღალატეები“. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ამ დროს დაკეტილი იყო.

სამირა ბაირამოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“, იგივე „ალტ-ინფო", ეთნიკური ჯგუფების მიმართ შეუწყნარებელია, ქადაგებს ძალადობას. რაც ნიშანდობლივია, ატარებს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებს. ჩვენ რუსეთის გარეშე უფრო ძლიერები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ. სამწუხაროდ, ამ პარტიის საქმიანობაში მთავრობა და უშიშროების სამსახური საფრთხეს არ ხედავენ“.

სამირა ბაირამოვას პროტესს 16 მარტს გამოეხმაურა „კონსერვატული მოძრაობა“, რომილის მიერ გავრცელებულ ვიდემომართვაში ბაირამოვას მიერ პარტიის სიმბოლიკის გადაღებვა, რელიგიური სიმბოლოს - ჯვრის შეურაცხყოფად იყო წარმოაჩენილი, რითაც პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე ჰქონდა მიცემულია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, „პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია“.

სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა იმ შეტყობინებების სქრინები, რომლებშიც მას ღიად ემუქრებიან:

„შენ დედას *** რო გნახავ, ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი“, „მიწიდან ამოგთხრით, სად წახვალ“ -

მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე აქვს დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება სამირა ბაირამოვას მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG