რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ეკატერინა სტენიაკინამ მკვეთრად დაგმო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ „უკრანაიაში დაწყებული სპეცოპერაციის“ გამო.
რუსი დეპუტუტის აზრით, ასეთ ხელოვანებს უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო წოდებები და ჯილდოები.
„ნებისმიერ საჯარო პირს ჰყავს თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების უზარმაზარი აუდიტორია, ვისთვისაც კერპის ნებისმიერი სიტყვა თუ საქციელი ერთგვარი დოგმაა, ხოლო როდესაც საჯარო პირს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები ან საპატიო წოდება, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გულისხმობს. დაუშვებელია როგორც გაუცნობიერებელი ქცევა, ასევე განცხადებები ”- თქვა რუსმა დეპუტატმა, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ კულტურის მოღვაწე, რომელმაც მიიღო სახალხო წოდება, არ შეიძლება იყოს არაპატრიოტი.
ეკატერინა სტენიაკინამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთიდან წასულ მაქსიმ გალკინსა და ვერა ბრეჟნევაზე, ასევე მსახიობ ლია ახეჯაკოვაზე, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა ე.წ. „სპეცოპერაცია“.
როგორც რუსეთის მედია იუწყება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ჯილდოების კომისია მზადაა განიხილოს დეპუტატ სტენიაკინას წინადადება.