Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასასვლელად თანხმობის შესახებ მედიისთვის ცნობილი დღეს, 24 მარტს, გახდა. ინფორმაცია იძებნება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზეც და ადასტურებს საქართველოდან მოპასუხე მხარე, იუსტიციის სამინისტროც.

"მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას - შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ", - წერია სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძეც:

"რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის მიმდინარე საქმე და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი ვერ იქნება სწორი. თუმცა, საქართველოს აქვს მყარი არგუმენტები, რითაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს".

უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და 50 დღე იშიმშილა.

XS
SM
MD
LG