Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუჩის გამო მაკრონს სურს ახალი სანქციები, რუსული ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის შეზღუდვა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღების მოწოდებით. ის უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში რუსული პასუხისმგებლობის აშკარა ნიშნებს ხედავს.

„არსებობს ძალიან მკაფიო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ომის დანაშაულებზე. მეტ-ნაკლებად ნათელია, რომ რუსული არმია არის პასუხისმგებელი [ბუჩის მკვლელობებზე]“, - განუცხადა მაკრონმა რადიო France Inter-ს ორშაბათს.

მისივე თქმით, შეზღუდვები განსაკუთრებით მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ ისინი შეეხება ნავთობსა და ქვანახშირს.

მაკრონის თქმით, უახლოეს დღეებში საფრანგეთი კოორდინაციას გაუწევს მსგავს ნაბიჯებს ევროკავშირის პარტნიორებთან - „განსაკუთრებით გერმანიასთან“. ის ასევე ვარაუდობს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დამატებითი სანქციები დააწესოს რუსების წინააღმდეგ.

მაკრონს არ უხსენებია სანქციები რუსულ გაზთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.

რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG