Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ზელენსკის კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება სწორი იყო


გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ის მართებულად მიიჩნევს 2008 წელს მიღებულ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც არ დაუჭირა მხარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ მერკელის პრესმდივანმა უთხრა სააგენტო DPA-ს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინა დღით უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიიწვია გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რათა „დაინახონ, თუ სადამდე მივიდა რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ 3 აპრილს შესრულდა 14 წელი ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, როდესაც დაიკარგა შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო აღმოსავლეთ ევროპის „რუხი ზონიდან“.

გერმანიის ყოფილი კანცლერი, დოქტორი ანგელა მერკელი „მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებულ საკუთარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მერკელის პრესმდივანმა,

ამასთან, გერმანიის ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის შეწყვეტისკენ საერთაშორისო ძალისხმევას, მაგრამ მერკელს არ გაუკეთებია რეაგირება ბუჩაში მიწვევის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG