Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართეს 


რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი შეხვდა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს, დავით თარხან-მოურავს და გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს.

როგორც ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ასწლოვანი მეგობრობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას", - განაცხადა ჯაბაროვმა.

ამავე ვებსაიტის ცნობით, დავით თარხან-მოურავმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია. მან ასევე ილაპარაკა რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამომავლო მხარდაჭერასა და განვითარებაზე.

შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG