Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ასამბლეამ რუსეთს მონაწილეობა შეუჩერა ადამიანის უფლებების საბჭოში


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 აპრილს რუსეთს მონაწილეობა შეუჩერა ამ გლობალური ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოში, უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ შემზარავი ცნობების გამო.

ხმები განაწილდა შეფარდებით 93-24-ზე, 58-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. ამ ზომის მხარდამჭერ 93 ქვეყანას შორის საქართველოც არის.

ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას უფრო ნაკლები ქვეყანა მიემხრო, ვიდრე გასულ თვეში ასამბლეის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას, რუსეთის სამხედროების გაყვანას და სამოქალაქო პირების დაცვას - ორივე რეზოლუციას სულ მცირე 140 მხარდამჭერი ჰყავდა.

რუსეთი მეორე ქვეყანაა, რომელიც კარგავს მონაწილის უფლებებს 2006 წელს დაარსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში. 2011 წელს ასამბლეამ საბჭოში მონაწილეობა შეუჩერა ლიბიას, როცა ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ამბოხებას ვეტერანი ავტორიტარი ლიდერის, მუამარ კადაფის დამხობა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG